„მარცვლეულის შეთანხმება“
მომავალ კვირას ბუდაპეშტში, შესაძლოა, ახალი „მარცვლეულის შეთანხმება” გაფორმდეს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ბილდის“ რუსულენოვანი რედაქცია ტელეგრამის საშუალებით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ შეთანხმებას ამზადებენ, რომელიც ვადაგასული შეთანხმების ჩანაცვლებას ითვალისწინებს. გამოცემის ინფორმაციით, ახალი შეთანხმების მიხედვით, რუსული მარცვლეული ძირითადად აფრიკის ქვეყნებში გაიგზავნება
