უხვი ნალექის შედეგი - ვითარება სტეფანწმინდაში
ყაზბეგის მერის განცხადებით, ყაზბეგში მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა, თუმცა მოსახლეობას პრობლემები არ შექმნია. რისკ ადგილებში გეოლოგებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები პროცესებს ყოველ დღე აკვირდებიან. ორი დღის წინ დაბა სტეფანწმინდაში უხვი ნალექის შედეგად თარგმნის დასახლებაში მდინარე ადიდდა და ნაშალი მასა ჩამოწვა. დაიტბორა სახლების პირველი სართულები. დაზიანდა საავტომობილო გზა
