ვითარება სტიქიის ზონაში
შოვში სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები მე-17 დღეა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს. მაშველები დამეწყრილ ხეობაში 6 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მდინარეების რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი
