საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ზაფხულის მე-2 ტესტ-მატჩს ამერიკის შეერთებულ შტატებთან გამართავს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ზაფხულის მე-2 ტესტ-მატჩს ამერიკის შეერთებულ შტატებთან გამართავს და ამ შეხვედრით მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოში მზადებას დაასრულებს. საქართველოსა და ამერიკის ნაკრები გუნდების შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.
