რუსეთმა ბრიტანეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა
რუსეთმა ბრიტანეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. ბრიტიანული მედიის ცნობით, მოსკოვმა „შავ სიაში“ შეიყვანა ბრიტანული მედია საშუალებების 14 ჟურნალისტი, მათ შორის „ბიბისის“, „ტელეგრაფისა“ და „გარდიანის“, ასევე დიდი ბრიტანეთის კულტურის მდივანი, თავდაცვის მდივნის მოადგილე და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი.
