პრემიერის სამძიმარი გოგი ხარაბაძის ოჯახს
საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. პრემიერ-მინისტრი წერს, რომ ათწლეულების განმავლობაში მან თეატრალური და კინოხელოვნების ერთგული მსახურებით საერთო სახალხო სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა. ხარაბაძის მიერ შექმნილმა დაუვიწყარმა სახეებმა კი ქართულ კულტურულ საგანძურში დაიმკვიდრეს ადგილი. ირაკლი ღარიბაშვილი სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს გოგი ხარაბაძის ოჯახს, ახლობლებსა და საზოგადოებას.
