პრემიერის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა აშშ-ის ელჩთან
პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა აღნიშნეს, მიმოიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული დღის წესრიგი. მთავრობის მეთაურმა კელი დეგნანს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი ჯინ ფოსტერი ესწრებოდა.
