იელოუნაიფიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
ტყის ხანძრის გამო, კანადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ იელოუნაიფიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, 20 ათასმა ადამიანმა ქალაქი დღის განმავლობაში უნდა დატოვოს. საევაკუაციო ოპერაციაში 22 თვითმფრინავია ჩართული. ცეცხლის კერები ქალაქიდან 15 კილომეტრის მოშორებით მძვინვარებს. ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ სტიქია იელოუნაიფს მალე მიუახლოვდება. ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაშიც, სადაც ზოგიერთი დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
