აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატები
ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატები პირველი სატელევიზიო დებატებისთვის ემზადებიან, თუმცა ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა დებატებში მონაწილეობის მიღებას დონალდ ტრამპი. ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, ჯორჯიის შტატში არჩევნების შედეგების უკანონოდ შეცვლის ბრალდების გამო, 25 აგვისტოს შუადღემდე აქვს ვადა, რომ სასამართლოს ჩაბარდეს, დებატები კი 23 აგვისტოს იმართება. საკუთარ სოციალურ ქსელში თავად დონალდ ტრამპმაც აღნიშნა, რომ უამრავი ადამიანი ეკითხება, წავა თუ არა დებატებზე. ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რეიტინგების თანახმად, კანდიდატებს შორის უდავო ლიდერია და დებატების აუცილებლობას ვერ ხედავს.
