ოდესის პორტიდან გასული პირველი სატვირთო გემი უკვე სტამბოლშია
შავი ზღვის მარცლეულის შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ ოდესის პორტიდან გასული პირველი სატვირთო გემი უკვე სტამბოლშია. ხომალდმა სამოქალაქო ნავიგაციისთვის შექმნილი დროებითი დერეფანი უსაფრთხოდ გაიარა. გემმა უკრაინული პორტიდან 30 ტონა სურსათი გაიტანა. პარალელურად, ოფიციალურმა ანკარამ მოსკოვი გააფრთხილა, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც შავ ზღვაში დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს. შესაბამისი განცხადება თურქეთის პრეზიდენტის კანცელარიამ გამოაქვეყნა. საქმე ეხება რუსი სამხედროების მიერ რამდენიმე დღის წინ თურქეთის კუთვნილ გემზე ჩატარებულ ჩხრეკას.
