ევაკუაცია ბიზნესცენტრში
მოსკოვის ბიზნესრაიონში „მოსკვა სიტიში“ 2 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა სჭირო. ცათამბჯენებში მდებარე ოფისების თანამშრომლებს სამუშაო ადგილების დატოვება დრონების თავდასხმის შესახებ ცრუ განგაშის გამო მოუხდათ. მოსკოვის ბიზნესრაიონი, რუსეთის თავდაცვის მტკიცებით, უკრაინული დრონების სამიზნე ამ თვეში უკვე მესამედ გახდა. გამთენიისას „მოსკვა სიტის“ შენობების სახურავი და ფასადი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიერ ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებმა დააზიანა. კიდევ ერთი განეიტრალებული დრონი კი მოსკოვის ექსპოცენტრის ტერიტორიაზე ჩამოვარდა..
