გიორგი ანწუხელიძეს დღეს 39 წელი შეუსრულდებოდა
გიორგი ანწუხელიძის იუბილეს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურებიან და გმირულად დაღულ გიორგი ანწუხელიძეს იხსენებენ. „მისი გმირობა სამშობლოს ერთგულების, თავგანწირვისა და შეუდრეკელობის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისა თუ მომავალი თაობებისთვის“ - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. „საქართველო ერთდროულად გლოვობს და ზეიმობს ამ დღეს“, ვკითხულობთ შალვა პაპუაშვილის ფეისბუქის გვერდზე.
