საქსტატის მონაცემები - უმუშევრობის დონე 16.7%-მდე შემცირდა
2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7% შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ამავე მონაცემების მიხედვით გაიზარდა დაქირავებულთა და თვითდასაქმებულთა რაოდენობა. უმუშევრობის დონე ქალაქებში 2.5%-ით შემცირებულია, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2%-ით. რაც შეეხება უმუშევრობის დონეს სქესის მიხედვით, მამაკაცებში ეს რიცხვი უფრო დიდია.
