ვითარება ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე
ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე ქვათაცვენის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ფერდს გეოლოგები შეისწავლიან. სამუშაოები სპეციალისტების რეკომენდაცით ჩატარდება. მანამდე მიღებულია შესაბამისი უსაფრთხოების ზომები. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის პრობლემურ მონაკვეთზე ქვები გუშინ საღამოს ჩამოცვივდა. ტერიტორია ფერდიდან ჩამოტანილი ნაშალი მასისგან იწმინდება. სამუშაოების ძირითადი ნაწილი დილის საათებში ტარდება. რამდენიმე დღეში უკვე ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყება. მყარ ქანებში ანკერების საშუალებით, ახალი ბადეების ჩამონტაჟება იგეგმება.
