ლუკაშენკოს განცხადება
ალექსანდრე ლუკაშენკო მზად არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსზე სამხედრო აგრესია განხორციელდება. ლუკაშენკო ბელარუსისთვის საფრთხეს დასავლეთიდან ელის და აცხადებს, რომ თუ ნატოს წევრი მეზობელი ქვეყნების - პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მხრიდან აგრესია წამოვა, მინსკი მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით მყისიერ პასუხს გასცემს, მათ შორის რუსეთის მიერ ბელარუსისთვის გადაცემული ტაქტიკური ბირთვული იარაღითაც.
