რუსეთი მოსკოვზე დრონებით მორიგ თავდასხმაზე იტყობინება
დრონების თავდასხმის გამო, მოსკოვში ერთდროულად 4-მა აეროპორტმა ფრენა შეაჩერა. რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, მოსკოვზე უკრაინული დრონების თავდასხმა გამთენიისას მოიგერიეს. ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევები მოსკოვის ბიზნეს რაიონში - „მოსკვა სიტის“ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დაზიანებულია მრავალსართულიანი შენობის სახურავი და ფასადი. კიდევ ერთმა დრონმა საგამოფენო კომპლექსის „ექსპოცენტრის“ ტერიტორია დააზიანა. მოსკოვის მტკიცებით, კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, ბელგოროდის ოლქში გაანადგურეს.
