„ვაშინგტონ პოსტის" სტატია
ამერკული მედია კამიკაძე-დრონების წარმოებაში ირანისა და რუსეთის თანამშრომლობას უკვე დასაბუთებულად ამტკიცებს. „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები ქარხნის ერთ-ერთი თანამშრომლისგან მიიღეს. დოკუმენტები 2022 წლის ზამთრიდან 2023 წლის გაზაფხულამდე პერიოდს და როგორც გამოცემა წერს, ირანმა რუსეთს გაუზიარა დოკუმენტაცია და საკუთარი კომპონენტები „შაჰიდების“ წარმოებისთვის. რუსულმა მხარემ ამის საფუძველზე უნდა განაახლოს წარმოება საკუთარ ქვეყანაში. ქარხნის საწარმოო გეგმა, დოკუმენტების მიხედვით, სამ ეტაპად უნდა განხორციელდეს. პირველ ეტაპზე ირანი რუსეთს აწვდის დაშლილ დრონებს და მათ შემდეგ აწყობენ. მეორე ეტაპზე რუსეთი „შაჰიდების“ ქარხნის საკუთარ წარმოებას დაიწყებს, ხოლო ელექტრონიკისა და ძრავების იმპორტი გაგრძელდება. მესამე ეტაპი არის ირანისთვის მინიმალური დახმარების გაწევა და 4 ათასზე მეტი თვითმფრინავის წარმოება, რომლებიც რუს სამხედროებს 2025 წლის სექტემბრისთვის გადაეცემათ.
