უკრაინა კონტრშეტევებში კასეტური ბომბების გამოყენებით წინ მიიწევს
უკრაინა კონტრშეტევებში კასეტური ბომბების გამოყენებით წინ მიიწევს. უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ მარიუპოლის მიმართულებით მცირე წარმატებას მიაღწიეს და სოფელი უროჟაინოე გაათავისუფლეს. პარალელურად, რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის მიმართულებით კასეტური ტიპის საბრძოლო მასალებს იყენებენ.
