პრემიერის სამძიმარი
მსახიობ გოგი ხარაბაძის გარდაცვლების გამო მწუხარებას გამოთქვამს პრემიერ მინისტრი. „ბატონმა გოგიმ ათწლეულების განმავლობაში თეატრალური და კინოხელოვნების ერთგული მსახურებით საერთო სახალხო სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა. მის მიერ შექმნილმა დაუვიწყარმა სახეებმა ქართულ კულტურულ საგანძურში დაიმკვიდრეს ადგილი. გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ გოგი ხარაბაძის ოჯახს, ახლობლებსა და მთლიანად ქართველ საზოგადოებას.“ წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
