ისრაელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა
ისრაელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა. საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით შეხვედრა გააღრმავებს და გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას. ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა კი განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა რეგიონულ ჭრილში სანდო პარტნიორია და ურთიერთობა სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება.
