ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე ქვათაცვენის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ფერდს გეოლოგები შეისწავლიან
ვაკე - საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე ქვათაცვენის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ფერდს გეოლოგები შეისწავლიან. სამუშაოები სპეციალისტების რეკომენდაცით ჩატარდება. მანამდე მიღებულია შესაბამისი უსაფრთხოები ზომები, ტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია, მხოლოდ ერთ ზოლში. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის პრობლემურ მონაკვეთზე ქვათაცვენა დღეს დილით დაფიქსირდა, ტერიტორია უკვე გაიწმინდა ფერდიდან ჩამოტანილი ნაშალი მასისგან.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
