დაბა სტეფანწმინდაში გეოლოგები მუშაობენ
დაბა სტეფანწმინდაში გეოლოგები მუშაობენ. სპეციალისტებმა ადგილზე არსებული გეოდინამიკური პირობები შეაფასეს და შესაბამისი რეკომენდაციებიც გასცეს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუშინ ე.წ.-ულ „თარგმანის უბანში“, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში, ადგილი ჰქონდა ღვარცოფული ნაკადის გავლას. დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
