მიწისძვრა კოპლუმბიაში
კოლუმბიაში 6,3 მეათედი მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. პირველ მიწისქვეშა ბიძგებს მალევე მოჰყვა განმეორებითი ბიძგები, რომელთა მაგნიტუდა 4 მთელსა და 8 მეათედს შეადგენდა. სტიქიის ეპიცენტრი ბოგოტიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, კალვარიოს მუნიციპალიტეტში იყო. ვრცელდება ინფორმაცია მეწყრის საშიშროებაზეც. კოლუმბიის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს განცხადებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ევაკუირებულია. ცნობები მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
