ლუკაშენკოს განცხადება
ვლადიმირ პუტინმა უკვე მიაღწია თავის მიზნებს უკრაინაში, მოსკოვი ანექსირებულ ყირიმს უკრაინას არასოდეს დაუბრუნებს - განაცხადა უკრაინელი ჟურნალისტის, დიანა პანჩენკოსთვის მიცემულ ონლაინ-ინტერვიუში ბელარუსის პრეზიდენტმა. ალექსანდრე ლუკაშენკო იმასაც ამბობს, ახლა დროა მხარეებმა მოლაპარაკებები დაიწყონ ყირიმისა და იმ ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებით, რომლებზეც მოსკოვი პრეტენზიას აცხადებს.
