დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. თარიღს პრემიერ მინისტრი ეხმაურება. „კიდევ ერთხელ, ტკივილით, და ამავე დროს, სიამაყით ვიხსენებთ გაუტეხელი ქართული სულის საუკეთესო გამოვლინებას, რომელმაც სამუდამოდ ჩაწერა გიორგი ანწუხელიძის სახელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მისი გმირობა სამშობლოს ერთგულების, თავგანწირვისა და შეუდრეკელობის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისა თუ მომავალი თაობებისთვის.“
