ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე საღამოს ქვები კვლავ ჩამოცვივდა
ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ცინცაძის ქუჩისაკენ გამავალი გვირაბის მიმდებარედ, საღამოს ქვები კვლავ ჩამოცვივდა. როგორც მერიაში აცხადებენ, ადგილს სპეციალისტები შეისწავლიან და შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის პრობლემურ მონაკვეთზე ახალი პროექტი განხორციელდება. დამონტაჟდება სპეციალური ანკერები. ამ ეტპაზე კლდის ფერდი გაიწმინდა და ნაშალი მასა გაიტანეს.
