უხვი ნალექის შედეგები სტეფანწმინდაში
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეცნობიან. დაბა სტეფანწმინდასა და გერგეტში მოსული უხვი ნალექის გამო ადიდებულმა ხევმა მოსახლეობას გარკვეული პრობლემები შეუქმნა. დატბორილია რამდენიმე სახლი. უკვე ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები, მობილზიებული იყო მძიმე ტექნიკა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
