ლაჩინის დერეფანი - ბაქოსა და ერევნის ახალი დაპირისპირება
ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბულობის მორიგი ფაზის მიზეზი ლაჩინის დერეფანია, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე აკონტროლებს. ერევნის მტკიცებით, ბაქომ დერეფანი ჩაკეტა და მთიან ყარაბაღში მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა, ეთნიკური სომხები ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩდნენ. ბაქო ერევნის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ლაჩინის დერეფანს სომხური მხარე იარაღისა და სხვა სახის კონტრაბანდის გადასატანად იყენებს. ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად კი ალტერნატიული გზის გამოყენებას სთავაზობს. ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ ის გაეროს უშიშროების საბჭომ სპეციალურ სხდომაზე განიხილა
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
