პროკურორმა მოსამართლეს დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესის დანიშვნა 4 მარტს, რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზამდე 1 დღით ადრე სთხოვა
ფალტონის ოლქის პროკურორმა მოსამართლეს დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესის დანიშვნა 2024 წლის 4 მარტს სთხოვა. ანუ, რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზამდე 1 დღით ადრე. თუკი, ჯორჯიის შტატის მოსამართლე პროკურორის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, დონალდ ტრამპს სასამართლო დარბაზში ყოფნა მაშინ მოუწევს, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატების შესარჩევი კენჭისყრა ყველაზე აქტიურ ფაზაში იქნება. ჯორჯიის შტატში ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს და მის გარემოცვაში მყოფ 18 ადამიანს, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ შეცვლის მცდელობის გამო წაუყენეს ბრალი
