რუსული არმია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის იძულებით სამხედრო მობილიზაციაზეა გადასული
რუსული არმია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის იძულებით სამხედრო მობილიზაციაზეა გადასული და მათი უმეტესობა ფრონტის ხაზზე იღუპება. უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის მონაცემებით, დონეცკის ოლქის მხოლოდ ერთი ქალაქი ჰორლივკიდან, 20 ათასი უკრაინელია დაღუპული. დიდი დანაკარგის შესახებ ჰორლივკის საოკუპაციო ადმინისტრაციამ მოსკოვს მაშინ აცნობა, როცა რუსეთის თავდაცვამ მათ ახალი ძალების მობილიზების მიზნით კაცების სიების შედგენა დაავალა. ცენტრის მტკიცებით, ჰორლივკაში, დიდი მსხვერპლის გამო, სოციალური დაძაბულობა იზრდება. წინააღმდეგობის ცენტრი აღნიშნავს, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის მობილიზაცია საერთაშორისო დანაშაულად ითვლება
