გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარება დააანონსა
გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარება დააანონსა, რომელიც მოიცავს დამატებით არტილერიას, ჯავშანმანქანებსა და თანხას კიევის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის. ამ მიზნით გამოყოფილი თანხა 2023 წლისთვის, 5 მილიარდ ევროს აღემატება, მომდევნო წლებში კი დახმარების პაკეტი 10 ნახევარ მილიარდ ევრომდე გაიზრდება - წერია გერმანიის მთავრობის განცხადებაში
