საზღვაო ტურისტული სეზონის მზარდი დინამიკა
თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო ტურისტული სეზონის მზარდი დინამიკა და მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ბათუმში გამართვის საორგანიზაციო საკითხები სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საზღვაო ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციაც წარმოადგინა. სტატისტიკის თანახმად, შიდა და უცხოელი სტუმრების ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის 2 კვარტლის მონაცემით 56.6 %-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით მომატებულია 24%-ით. ასევე ითქვა, რომ 2023 წლის ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდა 414 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია
