მართვის მოწმობის აღების ახალი წესი
მართვის უფლების მიღების მსურველებისთვის სიახლეა. გამოცდებს ორი ნაწილი ემატება. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მოქალაქეებმა სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უნდა უპასუხონ. მეორე, სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ნაწილი ორ ეტაპიანი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მძღოლებს გამოცდების ჩაბარება როგორც დახურულ მოედანზე, ასევე რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში მოუწევთ. ამით საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს. ცვლილებები ძალაში 1-ლი სექტემბრიდან შევა
