თბილისში რკინიგზის ლიანდაგზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
თბილისში, რკინიგზის დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, კლდოვანი მასა ჩამოიშალა. დროებით შეფერხდა ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომისა და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ფერდზე არსებულ მდგომარეობას და გამომწვევ მიზეზებს კი გეოლოგები იკვლევენ. ამ ეტაპზე მოძრაობა აღდგენილია, თუმცა მატარებლები ჯერ ისევ ერთ სარკინიგზო ლიანდაგზე გადაადგილდებიან
