„ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა
შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში რეგლამენტის მიხედვით მოუსმენენ. ვიდრე ვახტანგ გომელაური კანონმდებლების წინაშე წარდგება, მანამდე, შოვის ტრაგედიის პარალელურად, მინისტრის პარლამენტში დაბარება განხილვის ერთერთი მთავარი თემაა პოლიტიკურ სპექტრში. არაერთი განმარტების მიუხედავად, ოპოზიცია გომელაურისგან სამძებრო და სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით საჯარო პასუხებს ითხოვს, სახელისუფლებო გუნდი კი ოპონენტებს ტრაგედიით სპეკულირებაში ადანაშაულებს
