სამხედრო მოსამსახურეები სტიქიის ზონაში ძებნა-გაწმენდის სამუშაოებს ასრულებენ
სტიქიის ზონაში მყოფმა საქართველოს თავდაცვის ძალების პირადმა შემადგენლობამ ახალი დავალება მიიღო. მე-3 ქვეითი ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები მაშველებთან ერთად, სასტუმრო „სანსეტ შოვის" ტერიტორიაზე, როგორც გარე პერიმეტრის, ასევე, შენობაში, სპეციალური შესაბამისი საშუალებების გამოყენებით, ძებნა-გაწმენდის სამუშაოებს ასრულებდნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს
