რუსთავში, აფხაზეთის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ, მერია ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტს დაიწყებს
რუსთავში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია კიდევ ერთ მნიშვნელოვან ლოკაციაზე დაიწყო. რუსთავის მერიის ცნობით, მონიტორინგის მიზნით, კომპანია ,,რუსთავის წყლის“ მენეჯმენტთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან და მოადგილესთან ერთად, რეაბილიტაციის პროცესს, ადგილზე გაეცნო რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სამუშაოების დასრულებისთანავე, ამავე ქუჩის რეაბილიტაციის ახალი პროექტიც დააანონსა
