სარკოზის განცხადება
დიპლომატია, დისკუსიები და მოლაპარაკება ერთადერთი გზაა უკრაინაში ომის დასასრულებლად. ამის შესახებ საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გამოცემა „ფიგაროს“ განუცხადა. მისი თქმით, ევროპამ უნდა დააზუსტოს თავისი სტრატეგია და კომპრომისი მოძებნოს რუსეთთან. სარკოზიმ დაგმო უკრაინაში შეჭრის თაობაზე პუტინის გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთი ევროპის მეზობელია და ევროპასა და რუსეთს ერთმანეთი სჭირდებათ
