რუსეთის თავდასხმები უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე
უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის არმიის მასირებულ თავდასხმებს გმობს შეერთებული შტატები. სახელმწიფო დეპარტამენტი მოსკოვს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას და შეწყვიტოს უკრაინული მარცვლეულის საცავების განადგურება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა უკრაინულ პორტებზე ერთი თვის განმავლობაში 7 იერიში მიიტანა. ზელენსკის თქმით, რუსული თავდასხმები მსოფლიოში სურსათზე ფასებს ზრდის
