რუსეთი ბელგოროდის ოლქში უკრაინული დრონების თავდასხმის მოგერიების შესახებ იუწყება
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბელგოროდის ოლქში უკრაინული დრონების თავდასხმა მოიგერიეს. უწყების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები დილის 9 საათზე შენიშნეს და გაანადგურეს. მოსკოვი კიევს ტერორისტული თავდასხმის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ
