„ქრონიკა“ სტიქიის ზონიდან
შოვში სტიქიის ეპიცენტრიდან ერთ კილომეტრიან პერიმეტრზე მდინარის კალაპოტში დალექილ შლამში დაკარგულებს ეძებენ. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. არსებობს ვარაუდი, რომ 3 აგვისტოს სტიქიის შემდეგ დაკარგულთა ნაწილს, შესაძლოა სწორედ მდინარის კალაპოტში მიაკვლიონ. სამძებრო-სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად, დღეს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგნელები ეპიცენტრში ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. ისაუბრეს სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე და მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
