საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე სათამაშოდ დღეს გაემგზავრა
საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე სათამაშოდ იაპონიაში დღეს დილით გაემგზავრა. კუნძულ ოკინავაზე ჩასვლის შემდეგ კალათბურთელები მზადების ბოლო ეტაპს ხვალიდან შეუდგებიან. 22 აგვისტოს ილიას ზუროსის მომზადებული გუნდი ტურნირის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო შეხვედრას მსოფლიო რეიტინგში მეოთხე ადგილზე მყოფ ავსტრალიელებთან გამართავს
