ხანძარი ტენერიფეზე
ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე გაჩენილი ხანძრის გამო 5 სოფელია ევაკუირებული. ხანძარმა 800 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა. რთული ვითარებაა კანდელარიასა და არაფოს რაიონებში, სადაც ცეცხლი სწრაფად ვრცელდება. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვეტმფრენებიც არიან ჩართული
