პოლონეთში საპარლამენტო არჩევნებთან ერთად რეფერენდუმიც ჩატარდება
პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ცვლილებას კანონში ეროვნული რეფერენდუმის შესახებ, რაც შესაძლებელს გახდის პლებისციტის ჩატარებას 15 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს. რეფერენდუმზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო აქტივების უცხოურ იურიდიულ პირებზე მიყიდვის, საპენსიო ასაკის გაზრდის, ევროკავშირის ქვეყნებს შორის მიგრანტების განაწილების მექანიზმისა და პოლონეთსა და ბელარუსს შორის საზღვარზე ღობის დემონტაჟის საკითხები იქნება დაყენებული. მანამდე პოლონეთის სეიმმა უარყო სენატის პროტესტი, რომლის უმრავლესობასაც ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ. ისინი ეროვნული რეფერენდუმის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგი იყვნენ
