„მშვიდობის მიღმა“
უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალებმა გაასაჯაროეს დოკუმენტური ფილმი „მშვიდობის მიღმა“, რომელიც ბუჩის რაიონშია გადაღებული. მასში ასახულია რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები, მათ შორის, უკრაინელი ბავშვების გაუპატიურებისა და მშვიდობიან მცხოვრებთა მკვლელობის ფაქტებზე მიცემული ჩვენებები. ფილმში წარმოდგენილი მასალები დაემატება მტკიცებულებების ბაზას, რომელსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო განიხილავს
