სარკოზის განცხადება უკრაინაზე
„დიპლომატია, დისკუსიები და მოლაპარაკება ერთადერთი გზაა უკრაინაში ომის დასასრულებლად“ - ამის შესახებ საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გამოცემა „ფიგაროს“ განუცხადა. მისი თქმით, ევროპამ უნდა დააზუსტოს თავისი სტრატეგია და კომპრომისი მოძებნოს რუსეთთან. სარკოზიმ დაგმო უკრაინაში შეჭრის თაობაზე პუტინის გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთი ევროპის მეზობელია და ევროპასა და რუსეთს ერთმანეთი სჭირდებათ. საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე უარყო ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივა და აღნიშნა, რომ უკრაინა ნეიტრალური უნდა იყოს. სარკოზიმ აღიარა, რომ 2014 წელს ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა იყო, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ 1954 წლამდე ტერიტორია რუსეთს ეკუთვნოდა და უკრაინის მიერ მისი დაბრუნება ილუზორულია
