ომის 540-ე დღე
უკრაინა აღმოსავლეთის ფრონტზე ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. სახმელეთო ჯარების სარდლის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, ვითარება უკიდურესად გართულდა კუპიანსკში, სადაც რუსული ძალები უკრაინელების თავდაცვის ხაზის გარღვევას ცდილობენ, თუმცა ქალაქის ალყაში მოქცევას ვერ ახერხებენ. მძიმე ბრძოლები გრძელდება ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებითაც
