ბათუმში ზღვაში სკუტერის დაჯახების შედეგად კაცი გარდაიცვალა
ბათუმში, ზღვაში სკუტერმა ახალგაზრდა მამაკაცს გადაუარა, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა. როგორც მეგობრები ყვებიან, რამდენიმე სკუტერით სეირნობდნენ, როდესაც ერთ-ერთი ახალგაზრდა სკუტერიდან გადმოვარდა და მას უკან მიმავალმა სკუტერმა გადაუარა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს
