პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში
ისრაელის სახელმწიფოში, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით მყოფი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი კოლეგას ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. „ეს ვიზიტი იქნება ძალიან ბევრი ახალი საკითხის დაძვრის საწინდარი“ - ამბობს ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ლაშა ჟვანიას თქმით, ეს ახალ დასაბამს მისცემს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის, ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში
