ყიფშიძის ქუჩაზე სკვერი განახლდა
ყიფშიძის ქუჩაზე სკვერი განახლდა. სამუშაოების შედეგად, რეკრეაციული სივრცე 3 500 კვ.მ ფართობზეა აღდგენილი. პროექტის მიხედვით, დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონა ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი, განათებისა და სარწყავი სისტემები.